გამგზავრება: 20 აპრილი, 2018
მარშრუტი:კასაბლანკა – მარაკეში – ესუეირა – ატლასის მთები – უარზაზადი – ტანჟირი- უდაბნო – ფესი – შეფშაუენი – რაბათი – კასაბლანკა
ტურის ღირებულება: 5200 ლარი
ტურის ღირებულებაში შედის:
✈ ავიაბილეთი: თბილისი – კასაბლანკა – თბილისი (კატარის ავიახაზები)
☼ ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო- აეროპორტი
☼ სამოგზაურო დაზღვევა
☼ ჯგუფისთვის ინდივიდუალური ტრანსფერები ტურში მითითებულ ადგილებზე
☼ ყველა ჩამოთვლილი ექსკურსია
☼ გიდის მომსახურება
☼ მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები
☼ 3* და 4* სასტუმროები საუზმით.
☼ აქლემებით გასეირნება უდაბნოში
☼ ვიზის საფასური, კეთდება კიევში და სავიზო საკურიერო მომსახურება.
☼ სავიზო მხარდაჭერა
ღირებულებაში არ შედის:
სადილები და ვახშმები
ტურის შეძენა შესაძლებელია უპროცებტო განვადებით სს “თიბისი ბანკის” და სს “საქართველოს ბანკის” მეშვეობით!
__________________________
პროგრამა:
1 დღე (20.04) – კასაბლანკა
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დოჰას გავლით. ჩასვლა კასაბლანკაში. ტრანსფერი სასტუმროში, თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
2 დღე ( 21.04) – კასაბლანკა – მარაკეში
ქალაქის ტური კასაბლანკაში, რომლის დროსაც ვნახავთ: გაერთიანებული ერების მოედანს, ყველაზე დიდ დიპლომატიურ კვარტალს,ჰასან II მეჩეთს – ერთ–ერთი ულამაზესია და უდიდესი (სიდიდით მეორეა მეკას მეჩეთის შემდეგ),მსოფლიოში ყველაზე დიდი მინარეთით, ასევე გავისეირნებთ ფრანგულ ბულვარზე კორნიში. ბოლოს კი გავისეირნებთ სანაპიროზე. თავისუფალი დრო და გამგზავრება მარაკეშში. ღამისთევა სასტუმროში.
3 დღე (22.04) – მარაკეში
საუზმე სასტუმროში.
ქალაქის ტური მარაკეშში – „სამხრეთის მარგალიტი“. მარაკეში მდებარეობს აყვავებულ ოაზისში, ატლასის თოვლიან მთების ძირში.
ექსკურსია დაიწყება ,,მაჟორელ” ბაღის მონახულებით – მარაკეშის ერთ–ერთი ძირითადი სანახაობა. ეს დიდებული ბაღი შექმნა მარაკეშში ფრანგმა მხატვარმა – ჟაკ მაჟორელმა. ბაღი არის ზომით პატარა , მაგრამ აოცებს მნახველს ყვავილების სიმრავლით და ულამაზესი ხეებით. ასევე დღის სანახავი ობიექტები: ულამაზესი ,,ბახიას სასახლე“ (ითარგმნება როგორც “ლამაზმანის სასახლე”), ძველი მედინა (ციხე-ქალაქი) , ვიწრო ქუჩების ლაბირინთი, ბაზრები – სადაც შეიძლება მოიძებნოს ყველაფერი – სუნელებით დაწყებული, ხალიჩებითა და ხის ნაკეთობებით დამთავრებული.
ვახშამი ჯემა -ელ-ფნას მოედანზე, ადგილი რომელიც ითვლება ტურისტებისა და მაროკოს მოქალაქეებსთვის საყვარელ ადგილად. ღამისთევა სასტუმროში. აქ უხვად ნახავთ ცოცხალი შესრულებით ტრადიციული მუსიკის სხვა და სხვა ჟანრების შემსულებლებს და დატკბებით საღამოს ქალაქის დღესასწაულით.
ღამისთევა სასტუმროში.
4 დღე (23.04) – მარაკეში
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საპორტო ქალაქ ესუეირას მონახულება ( შესულია ფასში)
ღამისთევა სასტუმროში.
5 დღე (24.04) – უარზაზატი
საუზმე სასტუმროში. ატლასის მთების გავლით გადასვლა უარზაზატში . აიტ – ბენ -ადდუ – კსარის მონახულება ( ქალაქი – ციხესიმაგრე) შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
6 დღე (25.04) – უარზაზადი – ტანჟირი – უდაბნო
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო და საღამო ხანს გამგზავრება უდაბნოში ( 6 – 7 საათიანი მგზავრობა) გზად მოვინახულებთ საკურორტო ქალაქ ტანჟირს. მზის ჩასვლა უდაბნოში. ღამისთევა უდაბნოს სასტუმროში.
7 დღე (26.04) – უდაბნო მერზუგა – ფესი
ვიღვიძებთ ადრიანად, და მივდივართ აქლემებით მზის ამოსვლის სანახავად. ვტკბებით მზის ამოსვლის პეიზაჟით უდაბნოში. თავისუფალი დრო.
გამომგზავრება ფესში. ღამისთევა ფესში.
8 დღე (27.04) – ფესი
საუზმე სასტუმროში.
ფესი – მაროკოს სულიერი დედაქალაქი, რომელიც დაარსდა 808 წელს იდრის II-ის მიერ, უკანასკნელი შუა საუკუნეების ,,ცოცხალი“ ქალაქი. ექსკურსია ფესში, შემდეგი ღირშესანიშნაობების დათვალიერებით: მეჩეთ–უნივერსიტეტი ,,ალ კარაუინი“ – ყველაზე დიდი მეჩეთი ჩრდილოეთ აფრიკაში, მედრესე (რელიგიური სკოლა) ატტარინი, XVII საუკუნის შადრევანი ნეჯარინი და მულაი იდრისის მავზოლეუმი. მედინის მონახულება. ღამისთევა სასტუმროში ( ფესში)
9 დღე (28.04) – შეფშაუენი ( ცისფერი ქალაქი)
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება მსოფლიოში ერთ-ერთ ყვლაზე ლამაზ ცისფერ ქალაქში შეფშაუენ- ში. ელ-რიფის ორ მასივს შორის გაშლილი ქალაქი განუმეორებელი და უაღრესად კოლორიტულია. თეთრისა და ცისფერის ჭადრაკული მონაცვლეობა მას განუმეორებელ იერს ანიჭებს. საფეხმავლო ექსკურსია და თავისუფალი დრო ქალაქში. ღამისთევა სასტუმროში.
10 დღე (29.04) – რაბათი
საუზმე სასტუმროში. გადასვლა რაბათში – დიდებული და ლამაზი მაროკოს დედაქალაქი.დღეს ის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია და მეფის რეზიდენციაა, ექსკურსია რაბათში, რომლის დროს მოვინახულებთ: ჰასან II-ის დაუმთავრებელ მეჩეთს (მე–XII საუკუნის ბოლო) და მოჰამედ V–ის მეჩეთსა და მავზოლეუმს. შელახი – უნიკალური მაგალითი სადაც შემონახულია შრეებად რამოდენიმე ცივილიზაციის ძეგლები. მედრინა. გავისეირნებთ თეთრ და ცისფერ შენობებიან იდეალურად სუფთა ქუჩებში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
.
11 დღე (30.04) – გამომგზავრება
საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება თბილისში
დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით: 2 307 363; 593 527 353; 599 206 092
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge