წარმოგიდგენთ 12 დღიან ტურს “მისტიური ტიბეტში”
დღე 1: გამგზავრება ნეპალში
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თბილისი-დუბაი-კატმანდუ.
დახვედრა კატმანდუს აეროპორტში.
ტრანსფერი სასტუმროში. სასტუმროში განთავსება
ვახშამი სასტუმროს ვერანდაზე.
ღამისთევა კატმანდუში.
დღე 2: თავისუფალი დღე
საუზმე სასტუმროში. ტიბეტის ვიზების გაფორმება. Free time.
ვახშამი ტამელში.
ღამისთევა სასტუმროში
დღე 3: კატმანდუ (1320 მ) – ჟანგმუ (2,500 მ)/ ნიალამი (3,700 მ) (მანძილი – 123 კმ / 156 კმ)
საუზმე და დილით გამგზავრება ნეპალი – ტიბეტის საზღვარზე.
საზღვარზე საემიგრაციო პროცედურების გავლის შემდეგ, გამგზავრება ნიალამში. გზად გავივლით ულამაზეს ხეობას ჩანჩქერებით.
ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში ნიალამაში.
დღე 4: ნიალამი – შიგაცე (3950 მ) (მანძილი – 460 კმ)
საუზმე
გამგზავრება ქსეგარში ,,ლალუნგლა“ უღელტეხილის გავლით, სადაც თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით მთა ქსისაპანგმაზე (Mt Xisapangma 8212m) და მთა ჩო-ოუიზე (Mt. Cho – oyu 8201m).
გზის გაგრძელება ქსეგარიდან შიგაცეში.
ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში შიგაცეში.
დღე 5: შიგაცე – გიანცე (3950მ) (მანძილი 90 კმ)
საუზმე, შიგაცეს უმთავრესი ღირსშესანიშნაობა-ყველაზე მაშტაბური მონასტერი ,,ტაშილომპო“ -პანჩენ-ლამას რეზიდენცია. აქ ინახება 30 მეტრიანი მოოქროვილი ბრინჯაოს მაიტრიი-ბუდის ქანდაკება.
ვეწვევით მონასტრებს: პალკორ ჩხოდე და გიანგზე კუმბუმს -გიგანტურ ექვს სართულიან სტუპას.
ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.
დღე 6: გიანცე – ლჰასა (3650 მ) (მანძილი 261 კმ)
საუზმე. გამგზავრება ლჰასაში , გზად ერთ-ერთი სანახაობრივი და წმინდა ტბა,,იამდროკ ცო“.
გავივლით კორა – ლასა (Kora la 5010M) და კამბალა-ს (Kambala 4794M) უღელტეხილებს.
ვახშამი და ღამისთევა ლჰასაში საოჯახო სასტუმროში
დღე 7: ლჰასას სიტი-ტური.
საუზმე. სანახავი ობიექტები: დალაი-ლამას სასახლე-ფოთალა, ტაძარი ჯოხკანგი-ტიბეტელი ბუდისტების მთავარი სიწმინდე,მონასტერი სერა, გასეირბენა პილიგრიმული გზით – ბოკხორ კორას დაძრის გარშემო, დღესდღეობით ერთ ერთ ყველაზე გამოცოცხლებულ სავაჭრო ქუჩაზე. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სუვენირების შესაძენად.
ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.
დღე 8: ლჰასა – შიგაცე (3950 მ) (მანძილი 345 კმ)
საუზმე. დაბრუნება ლჰასიდან შიგაცეში.
საუკეთეს პანორამული ხედები. ტიბეტური პატარა სოფლები.
ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.
დღე 9: შიგაცე – ნიალამი (3700 მ) (მანძილი 460 კმ)
საუზმე. დაბრუნება შიგაცედან ნიალამში.
საუკეთეს პანორამული ხედები. ჩანჩქერები.
გზიდან კარგად ჩანს ევერესტი.
ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.
დღე 10: ნიალამი – ჟანგმუ – კატმანდუ (1300 მ) (მანძილი 156 კმ)
საუზმე.
გამგზავრება საზღვარზე, საჭირო სასაზღვრო პროცედურების გავლა. დაბრუნება კატმანდუში.
ვახშამი და ღამისთევა კატმანდუში
დღე 11: თავისუფალი დღე კატმანდუში.
საუზმე სასტუმროში. Free time.
გალა ვახშამი სასტუმროს ვერანდაზე.
ღამისთევა სასტუმროში.
დღე 12: დაბრუნება თბილისში
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო კატმანდუში.
სადილი ტამელში ტრანსფერი აეროპორტში. დაბრუნება თბილისში.
ტურის ღირებულება: ფასი ცვალებადია კურსის შესაბამისად და გადაამოწმეთ ოპერატორთან
ტელ. 2 307 363/ 593 527 353
ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის:
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge