11 დღიანი კლასიკური ტური ინდოეთში!
დღე 1
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დელის მიმართულებით.
ჩასვლა ინდოეთის დედაქალაქში დელიში. ტრანსფერი სასტუმროში.(early check-in)
დასვენება სასტუმროში
დღე 2
საუზმე სასტუმროში.
ქალაქის ტური: ძველი ქალაქი, ინდოეთის კარიბჭე, პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სასახლე – რომელიც აშენებულია ინგლისელი არქიტექტორის ედვინ ლუტიენსის მიერ. ბახაიდური ლოტოსის ტაძარი, ხუმაუნას მავზოლეუმი და ნაზამუდინის საფლავი, გრანდიოზული აკშარდამის კომპლექსი -რომელიც შესულია გინესების წიგნში როგორც ყველაზე გრანდიოზული ინდუისტური ტაძარი.
საღამოს სასტუმროში დაბრუნება და ღამისთევა.
დღე 3
საუზმე სასტუმროში.
ექსკურსია საოცარი ჩატარპურის სატაძრო ქუჩაზე, სადაც არის ინდოეთის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ინდუისტური ტაძრები. აქ ასევე ვნახავთ ინდოეთის ყველაზე მაღალ მინარეთს, მეჩეთებს, მავზოლეუმს.
გამგზავრება რაჯისტანის დედაქალაქში – ვარდისფერ ქალაქად წოდებულ -ჯაიპურში
დღე 4
საუზმე სასტუმროში.
სანახავი ობიექტები: ფორტ ამბერი (Fort Amber) სასახლეების, პავილონების, ტაძრებისა და ბაღების კომპლექსი. ქალაქის სასახლე, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
ჯანტარ მანტარას ობსერვატორია. ქარების სასახლე “ჰავა მაჰალ”;
და ბოლოს სიმდიდრის ქალღმერთის ლაკშმი ნარაიამის ტაძარი.
დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა.
დღე 5
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება აგრაში.
გზად მოვინახულებთ: აბხანერის – სადაც მე-9 საუკუნეში ააშენეს მსოფლიოში ყველაზე ღრმა ჭა “ჩანდ ბაორი” , ასევე ვეწვევით ბედნიერების ქალღმერთ “ჰარშიტა მატას” ტაძარს და მიტოვებულ ქალაქ – “ფეტიხპურ სიკრის” – ძველი დედაქალაქი დიდი აკბარის მეფობის დროს. დიდი აკბარის მასწავლებლის წმ.სუფიას მოვზალეუმი (ეს ქალაქი შესულია იუნესკოს დაცვის ძეგლების სიაში)
ჩასვლა აგრაში,დაბინავება სასტუმროში, ღამისთევა.
დღე 6
საუზმე სასტუმროში.
მარადიული – “ტაჯ-მაჰალი”; შემდგომ ვეწვევით “ფორტ -აგრას”
დღის მეორე ნახევარში მოვინახულებთ დიად აკბარის მოვზალეუმს. გამგზავრება მატჰურა და ვრანდავანში – ადგილი სადაც დაიბადა სიყვარულის ღმერთი “კრიშნა”
დაბრუნება აგრაში. ღამისთევა სასტუმროში.
დღე 7
საუზმე სასტუმროში.
აგრა – ჯანსი (მატარებლით) ტრანსფერი კაჯურაჰოში, გზად ექსკურსია ორჩაში – სასახლეები: ჯაჰანგირ მაჰალ, რაჯ მაჰალ, რაიპრავი მაჰალ და ლაქშმა ნარაიანის ტაძარი, საოცარი კედლის მხატვრობით.
დაბინავება კაჯურაჰოში.
დღე 8
საუზმე სასტუმროში.
ჩანდალების დინასტიის და “კამა-სუტრას” ტრაქტატთან დაკავშირებული 10-11 სს. სატაძრო კომპლექსი.
თავისუფალი დრო. საღამოს გამგზავრება ინდოეთის ყველაზე წმინდა ქალაქში – ვარანასში ( ღამის მატარებლით)
დღე 9
ტრანსფერი სასტუმროში.
საუზმის შემდეგ გავაგრძელებთ ექსკურსიას ქალაქში. ფარვატის ტაძარი, დურგის ტაძარი,ბენარესის უნივერსიტეტი. გავემგზავრებით სარნატჰუში (10 კმ) სადაც ბუდამ გაბრწყინების შემდეგ პირველად იქადაგა. წმინდა რელიქვიებს შორისაა დჰამაკჰის სტუპა და აშოკის კოლონა.
საღამოს “აარტის” წირვაზე დასწრება წმ.მდინარე განგზე.
ღამისთევა სასტუმროში
დღე 10
გამთენიას საუზმემდე კრუიზი წმ. მდინარე განგზე სადაც შევხვდებით მზის ამოსვლას, ვნახავთ გჰატების რიტუალებს. საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.
დაბრუნება დელიში. (თვითმფრინავით)
თავისუფალი დღე დელიში.
ღამისთევა სასტუმროში.
დღე 11
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო.
გამომგზავრება თბილისში.
ტურის ღირებულება: ფასი ცვალებადია კურსის შესაბამისად და გადაამოწმეთ ოპერატორთან
ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის:
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge