საექსკურსიო ტური „ესპანეთი – პორტუგალია: კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობა“ (8 დღე/7 ღამე)
გასვლა: წლის განმავლობაში განრიგის თანახმად
მარშრუტი: მადრიდი – ტოლედო – ევორა – ლისაბონი – ფატიმა – პორტო – სალამანკა – ავილა – სეგოვია
დღე 1: მადრიდი
გამგზავრება მადრიდში. ჩაფრენა, აეროპორტში დახვედრა, ჯგუფური ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. ქალაქში ფეხით გასეირნება. ღამისთევა სასტუმროში.
დღე 2: მადრიდი – ტოლედო
საუზმე. მიმოხილვითი ექსკურსია მადრიდში.
გამგზავრება ტოლედოში (ქალაქი შესულია UNESCO-ს სიაში), ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია (ფეხით): ტოლედოს საკათედრო ტაძარი, ეკლესიები და ებრაული უბანი. ღამისთევა ტოლედოში, მერიდის უბანში.
დღე 3: ევორა – ლისაბონი
საუზმე. გამგზავრება ლისაბონში. გზად გაჩერება პორტუგალიის ქალაქ ევორაში – ალენტეჟუს პროვინციის დედაქალაქში. მოვინახულებთ დიანას რომაულ ტაძარს, ჯერალდის მოედანს, ეკლესია სეუ, რენესანსის სტილში აშენებულ სახლებს და ცნობილ ძვლების კაპელას (სამლოცველო Capela dos Ossos). ჩასვლა ლისაბონში. სასტუმროში განთავსება და ღამისთევა.
დღე 4: ლისაბონი
საუზმე. ლისაბონის სიტი-ტური: უბნები ბაიშა, როსიუ, ალფამა, წმ. გიორგის ციხესიმაგრე, სეუს ტაძარი, იერონიმიტების მონასტერი, კოშკი ბელემი.
თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
სურვილისამებრ (ფასში არ შედის) – ექსკურსია კოსტა დო სოლში ან საღამოს „ფადო“ შოუზე დასწრება.
ღამისთევა ლისაბონში.
დღე 5: ფატიმა – პორტო
საუზმე. ტრანსფერი პორტოში. მოკლე გაჩერება ფატიმაში – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი კათოლიკური მომლოცველებისთვის. ჩასვლა და სიტი-ტური პორტოში – ლისაბონის შემდეგ პორტუგალიაში მნიშვნელობით მეორე ქალაქი. მოვინახულებთ: მე-12 საუკუნის ტაძარს, უბანს რიბეირა, კოშკს კლერიგოშ, ხიდებს და ეკლესიებს, ფიგეირას ღვინის მარნებს.
ღამისთევა პორტოში.
დღე 6: პორტო – სალამანკა
საუზმე. დილით გამგზავრება ესპანეთში. ექსკურსია სალამანკაში, სადაც მდებარეობს ესპანეთის უძველესი უნივერსიტეტი. იქ სწავლობდნენ სერვანტესი, ლოპე დე ვეგა, კალდერონი. სალამანკის ისტორიულ ცენტრში გასეირნება: რომაული ხიდი, რენესანსის ეპოქის სასახლეები. ღამისთევა სალამანკაში
დღე 7: ავილა – სეგოვია
საუზმე. ექსკურსია ავილაში – კათოლიკური წმინდანის – წმინდა ტერეზას ქალაქში. ქალაქი გარშემორტყმულია უძველესი რომაული გალავნით და მრავალი მონასტრების და ეკლესიების სიმშვიდეს ინახავს. გამგზავრება და ექსკურსია სეგოვიაში, სადაც დავათვალიერებთ საკათედრო ტაძარს, აკვედუკს და სასახლე ალკაზარს (კონკიას სასახლის პროტოტიპი დისნეილენდში), სადაც დედოფალი ისაბელა I ავიდა ტახტზე. მადრიდში ჩასვლა და სასტუმროში განთავსება. ღამისთევა.
დღე 8: მადრიდი – აეროპორტი
საუზმე. ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტში. გამგზავრება თბილისში
ტურის ღირებულება: ფასი ცვალებადია კურსის შესაბამისად , გადაამოწმეთ ოპერატორთან.
ტელ.: 2 307363/ 593 527 353
ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის:
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge