თბილისის ტური
ჩატარების დრო: ყოველდღე
პროგრამა:
თბილისის მონახულებას დავიწყებთ მეტეხის ეკლესიით (XIII საუკუნე), საბაგიროთი ავდივართ ნარიყალას ციხეზე (IV საუკუნე), საიდანაც იშლება თბილისის საოცარი ხედი.ფეხოთ ჩამოვისეირნებთ კოლორიტულ ვიწრო ქუჩებში და მივალთ აბანოთუბნამდე.
ფეხით გასეირნება აბანოთუბანში (ეს ადგილი ცნობილია გოგირდის აბანოთი, რომელიც ძალიან პოპულარულია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებთათვის). ჩანჩქერი, რომლის შესახებ ბევრმა თბილისელმაც არ იცის.
აბანოთუბნიდან შემდეგ მოვინახულებთ სიონის ეკლესიას(VII საუკუნე). აქ ინახება წმინდა ნინოს, ქართველთა გამაქრისტიანებლის მეოთხე საუკუნის ჯვარი, სიონის გვერდით ვნახავთ ანჩისხატის უძველეს ბაზილიკას(VI საუკუნე), გავისეირნებთ შარდენზე.
ოქროს ფონდი- სახელმწიფო მუზეუმი
ავალთ(საბაგიროთი) მთაწმინდაზე – მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მამადავითის ეკლესია. შემდეგ გავაგრძელებთ გზას ფუნკულიორზე საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს მთელი თბილისის პანორამა.
ვეწვევით ეთნოგრაფიულ მუზეუმს – მუზეუმში ექსპონირებულია სხვადასხვა კუთხის საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან.
დღის ბოლოს – ვეწვევით სამების საკათედრო ტაძარს -კავკასიის ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსი. სამების ტაძარი შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციების დაცვითაა აგებული. ამასთანავე არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით იგი უნიკალური ნაგებობაცაა. ტაძარი ორი-მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილისგან შედგება და აერთიანებს ცხრა ეკლესიას.
დამატებით:
სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანაში ვიზიტი, ინფო ტური და კონიაკის დეგუსტაცია;
ვახშამი ქართულ რესტორანში(მსოფლიოში ცნობილი ქართული ცევკებისა და სიმღერების თანხლებით).
ფასი დააზუსტეთ ოპერატორთან: 2 307 363 / 593 527353
ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის:
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge