საექსკურსიო ტური “კლასიკური ესპანეთი” (8 დღე / 7 ღამე)
მოინახულეთ მთელი ესპანეთი ერთ მოგზაურობაში!
(ავიაბილეთი + ექსკურსიები + სასტუმრო 3* + ორჯერადი კვება)
დღე 1: ბარსელონა
გამგზავრება ბარსელონაში. ჩაფრენა, აეროპორტში დახვედრა, ჯგუფური ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. გამგზავრება ესპანეთის მოედანზე „მომღერალი შადრევნები“ შოუზე. ვახშამი და ღამისთევა.
დღე 2: ბარსელონა – ვალენსია – ალიკანტე
საუზმე. ექსკურსია ბარსელონაში. მოვინახულებთ გოტიკურ უბანს, საკათედრო ტაძარს და ანტონიო გაუდის მიერ შექმნილ არქიტექტორულ შედევრებს.
გამგზავრება ვალენსიაში. ექსკურსია ვალენსიაში – ისტორიული ცენტრის და ტაძრის დათვალიერება. გამგზავრება ალიკანტეში. საღამოს ჩასვლა, სასტუმროში განთავსება. ვახშამი და ღამისთევა.
დღე 3: ალიკანტე – გრანადა
საუზმე. დილით გამგზავრება გრანადაში. დღის მეორე ნახევარში ექსკურსია ალჰამბრასა და ჟენერალიფეში* (არაბული სასახლეები და ბაღები). სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ვახშამი და ღამისთევა.
დღე 4: გრანადა – სევილია
საუზმე. დილით გამგზავრება სევილიაში. სასტუმროში განთავსება. დღის მეორე ნახევარში სიტი-ტური სევილიაში. მოვინახულებთ სევილიის საკათედრო ტაძარს და ებრაულ უბანს სანტა-კრუსს. თავისუფალი დრო. ვახშამი
საღამოს სურვილისამებრ დამატებიტი ექსკურსია – ნაციონალური ცეკვების “ფლამენკოს” შოუზე დასწრება (40€).
ღამისთევა.
დღე 5: სევილია – კორდობა – მადრიდი
საუზმე. დილით გამგზავრება კორდობაში. კორდობაში ძველი ცენტრის და მეჩეთის* დათვალიერება. გამგზავრება მადრიდში. სასტუმროში განთავსება. ტავისუფალი დრო. ვახშამი და ღამისთევა.
დღე 6: მადრიდი – ტოლედო
საუზმე. დილით გამგზავრება ტოლედოში, სადაც გვექნება ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია (ფეხით). დავათვალიერებთ ტოლედოს საკათედრო ტაძარს და მუზეუმებს, ასევე სამლოცველო სანტა-ტომე, სადაც განთავსებულია ელ გრეკოს შედევრი „გრაფი ორგასის დაკრძალვა“. მადრიდში დაბრუნება. დღის მეორე ნახევარში მადრიდის სიტი-ტური (ავტობუსიტ და ფეხით). თავისუფალი დრო პრადოს მუზეუმის მოსანახულებლად (შესასვლელი ბილეთები ფასში არ შედის). ვახშამი და ღამისთევა
დღე 7: მადრიდი – სარაგოსა – ბარსელონა
საუზმე. გამგზავრება სარაგოსაში. მოვინახულებთ ქალაქის ისტორიულ ცენტრს და მადონა დე პილარის ტაძარს. თავისუფალი დრო. გამგზავრება ბარსელონაში. საღამოს ჩასვლა და სასტუმროში განთავსება. ვახშამი და ღამისთევა.
დღე 8: აეროპორტი
საუზმე. ტრანსფერი აეროპორტში. გამგზავრება თბილისში
შენიშვნა: პროგრამაში შესაძლებელია ცვლილებები ექსკურსიების განლაგებაში და დროში, ვახშამის შეცვლა სადილით.
გასვლები: ყოველ შაბათს განრიგის თანახმად
მარშრუტი: ბარსელონა – ვალენსია – ალიკანტე- გრანადა – სევილია – კორდობა – მადრიდი – ტოლედო – სარაგოსა – ბარსელონა
ტურის ღირებულება: ფასი ცვალებადია კურსის შესაბამისად და გადაამოწმეთ ოპერატორთან
ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის:
შენიშვნა: ფასები განახლებადია. გთხოვთ ტურის დაჯავშნამდე გადაამოწმოთ ჩვენ ოპერატორებთან ტურის ღირებულება და განრიგი
ტელ.: 2 307 363 / 593 527 353
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge