დღე 1 – გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ჩასვლა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში – უძველესი კულტურის, იშვიათი ბუნებისა და უნიკალური ძეგლების ქალაქში.
ტრანსფერი აეროპორტიდან და სასტუმროში განთავსება.
ბანკეტი სასტუმროს ტერასაზე.
თავისუფალი დრო დასვენებისთვის.
დღე 2 – საუზმე სასტუმროს ვერანდაზე. საუზმის შემდეგ – კატმანდუს ცენტრის გაცნობა. ფეხმავალი ექსკურსია – კატმანდუს ყველაზე ტურისტული უბანის ტამელის დათვალიერება.
სახელმწიფო მუზეუმის მონახულება (ყოფილი სამეფო სასახლე)
გასეირნება ველო-რიქშებით.
ექსკურსია სამეფო მოედანზე, მეფის სასახლე და სამეფო მუზეუმი. ცოცხალი ღმერთი კუმარი და მისი კოშკი. ფრიკ-სტრიტი (ჰიპების ქუჩა)
სადილი.
ინდუისტური ტაძრის კომპლექსი – პაშუპატინატი (კრემაციის თეატრი), რომელიც მდებარეობს წმ. მდინარე ბაგმატის ნაპირას. ტაძარი ეძღვნება შივას ერთ- ერთ ინკარნაციას – პაშუპატის (ცხოველების მფარველი), კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარეში ტარდება რიტუალური განბანვა და კრემაცია.
დაბრუნება სასტუმროში.
დღე 3 –საუზმე სასტუმროს ვერანდაზე. მაიმუნების სასახლე – 365 საფეხურიანი ბუდისტური კომპლექსი სვაიამბუტნატჰი, რომლის მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან მოედიანებიან ადამიანები, რათა შეასრულონ მაგიური ასვლა კიბეზე სასურველი სურვილის ჩაფიქრების პარალელურად, რომელსაც ბუდისტური განმარტებით 13 მილიარდჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას ჩაფიქრებულ სურვილს. (ტრანსპორტირება ავტობუსით).
ბოდნატჰი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მაღალი ბუდისტური ტაძარი – ბუდა-სტუპა, (ბუდისტურიკომპლექსი)
გამგზავრება ბუდისტურ მონასტერ ,, კოპანში“, მონასტერი ითვლება კატმანდუს სულიერ ოაზისად, ბუდისტური ფილოსოფიისა და მედიტაციის საერთაშორისო ცენტრად. მონასტრული ცხოვრებისა და წესების გაცნობა. მედიტაციასა და ლოცვაზე დასწრება. ღამისთევა მონასტერში.
დღე 4 – საუზმე სასტუმროში. მონასტრის ტერიტორიის დატოვება.
ექსკურსია ნეპალის ძველ დედაქალაქ პატანში (ლალიტპური). სამეფო მოედანი.
სადილი. პატანის სახელმწიფო ზოოპარკის მონახულება. დაბრუნებაკატმანდუში.
20:00 ბარი “რეგი ბარი” – ცოცხალი კონცერტი.
დღე 5 – ადრეული საუზმე
08:00 გამგზავრება ნეპალის ნაციონალურ პარკ ჩიტვანში – (ტრანსპორტირება ტურისტული ავტობუსით)
დაბინავება სასტუმროში. სადილი სასტუმროს რესტორანში.
გასეირნება სოფელში, სადაც გავეცნობით ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს.
საღამოს დავესწრებით ადგილობრივ ფოლკლორულ საღამოს.
ვახშამი სასტუმროში.
დღე 6 – საუზმე სასტუმროში. საფარი სპილოებით ჯუნგლებში. ჩიტვანის ფლორასა და ფაუნას გაცნობა. სპილოების გარაჟი. სადილი სასტუმროს რესტორანში. კანოეებით გასეირნება ნიანგებიან მდინარეზე.
გასეირნება ჩიტვანის ნაციონალურ პარკში. მზის ჩასვლა მდინარის სანაპიროზე.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
დღე 7 – საუზმე სასტუმროში. 9:00 – გამგზავრება პოკჰარასკენ (ტრანსპორტირება ავტობუსით)
დაბინავება სასტუმროში. სადილი. ბორანითა და ნავებით გასეირნება ფევას ტბაზე. ინდუისტური მონასტერი კუნძულზე. თავისუფალი დრო. ცოცხალი კონცერტი.
დღე 8 – საუზმის შემდეგ გამგზავრება სოფელ სარანგკოტში (პარაპლანერისტების პლაცი). დავტკბებით ულამაზესი მწვერვალების ხედებითა (სურვილისამებრ შესაძლებელია გადმოხტომა ინსტრუქტორთან ერთად).
დაბრუნება პოკჰარაში. სადილი. ექსკურსია პოკჰარის ხეობაში – დევის ჩანჩქერი; გუპტეშვარ მახადევის მღვიმე;
ტიბეტელ ლტოლვილთა ბანაკი; მსოფლიოს მშვიდობის სტუპა. ღამისთევა სასტუმროში.
დღე 9 – საუზმე სასტუმროში. მოკლე ტრეკინგი ,,კახუნ დანდას“ მთაზე ( ზღვის დონიდან 1442 მ სიმაღლე) ადგილობრივი სოფლების გავლით. ტრეკინგი იწყება მატეპანიდან ( პოკჰარადან – 25 წთ )ლამაზ ბუდისტურ მონასტრამდე ,,მატებანი გუმბა“ . მონასტერი მდებარეობს მთის მწვერვალზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ანაპურნასა და მაჩაპუჩრეს მწვერვალებზე.
დაბრუნება პოკჰარაში, თავისუფალი დრო.
დღე 10 – საუზმე სასტუმროში. 12:30-13:00 – დაბრუნება პოკჰარადან კატმანდუში (ტრანსპორტირება თვითმფრინავით). ტრანსფერი სასტუმრომდე, განთავსება. თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
21:00 – გამოსამშვიდობებელი ბანკეტი სასტუმროს ვერანდაზე.
დღე 11 – საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. ტრანსპორტირება აეროპორტისკენ. გამოფრენა თბილისისკენ.
ტურის ჩატარების დრო და ღირებულება გადაამოწმეთ ოპერატორთან !
ღირებულებაში შედის:
✈ავიაბილეთის ღირებულება (ორი გზა)
☼ სამოგზაუროდაზღვევა
☼ ტურში მითითებული ყველა ტრანსფერი
☼ სასტუმროები ( კატმანდუში, ჩიტვანში, პოჰარაში)
☼ ქართულენოვანი გიდის მომსახურება
☼ სამუზეუმო ბილეთები და მოსაკრებლები
☼ საუზმეები კატმანდუსა და პოკჰარაში.
☼ 3-ჯერადი კვება ჩიტვანში.
☼ გამოსამშვიდობებელი ბანკეტი კატმანდუს სასტუმროს ვერანდაზე
☼ სპილოებით და კანოეებით გასეირნება ჩიტვანში
☼ ბორანით გასეირნება ფევას ტბაზე
✈თვითმფრინავით დაბრუნება პოკჰარადან კატმანდუში
☼ ვიზის მოსაკრებელი (ვიზა ფორმდება ჩაფრენის დროს)
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎ 2 307 363 / 593 527 353
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge