1 დღიანი ტური ლორეში
მარშრუტი: თბილისი – ახტალა – ახპატი -სანაჰინი – ქობაირი – თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო-ავტობუსი ან ავტობუსი.
ხანგძლიობა: 10 -11 სთ
მანძილი: ერთი მიმართულებით – 175 კმ.
კვება: ერთჯერადი (ლანჩი)
გასვლა: 08:00 სთ.
1. ახტალა – ახტალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, აქ ადრე ქართველები ცხოვრობდნენ და ტერიტორიც საქართველოს ეკუთვნოდა, აქ საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალს დაურსები თუმცა იმ დროინდელი ტაძრისა არაფერი არა შემორჩენილა, მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.
2. ახპატი – იგივე ჰაგფატავანკი, X ს-ის სომხური მონასტერი ლორის პროვინციაში. მონასტერი დაარსებულია წმ. ნიშანის მიერ აბას I-ის მეფობის დროს. წმ.ნიშანის პატარა ეკლესია ჰაგფატის ადრეული შენობაა. კომპლექსის უდიდესი ტაძარია წმ. ნიშანის კათედრალი, რომელიც აშენდა 967-991 წწ. მისი ცენტრალური გუმბათის ემყარება ოთხ საყრდენ სვეტს და გვერდითია კედლებს. მონასტერი გამორჩეული და ბრწყინვალე ნიმუშია შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურისა. შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.
3. სანაჰინი ( Sanahin) – სომხური არქიტექურული კომპლექსის გამორჩეული ნიმუშია მონასტერი დაარსდა მე – 10 საუკუნეში ლორის გუბერნიაში, ზუსტი დარსების თარიღი უცნობია, სახელი სანაჰინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ეს უფრო ძველია ვიდრე ის”, სავარაუდოს „ის“ – ში იგულისხმება მის მეზობლად მდებარე ტაძარი „ ჰაგპატი “ ტაძარი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.
4. ქობაირის მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge