გთავაზობთ 11 დღიან ტურს – ჰოლანდია-ბელგია!
1 დღე – გამგზავრება თბილისიდან
12:20 – ამსტერდამში, ტრანსფერი სასტუმროში
დასვენების შემდეგ ქალაქის ტური ცნობილი ყვავილების ბაზარი, დამის მოედანი-ქალაქის გული, სამეფო სასახლე, გოტური არქიტექტურის საგანძური -წმ. ნიკოლოზის სახელ.ძველი ეკლესია (14 საუკ), ახალი ეკლესია (15 საუკ), მხატვრების უბანი -იორდანი, დასავლეთის ეკლესია-რემბრანტის განსვენების ადგილი.მადამ ტიუსოს მუზეუმი.
საღამოს ცნობილი რაიონის “წითელი ფარნები”-ის მონახულება, კოლორიტული ბარები და საღამოს შოუები.
ღამისთევა სასტუმროში.
2 დღე – ამსტერდამის მუზეუმები
საუზმე სასტუმროში
სანახავი ობიექტები: ვან-გოგის მუზეუმი ; რეიქსმუზეუმი;რემბრანტის მუზეუმი, ყოფილის ძველი ებრაული კვარტალი,ანა ფრანკის სახლი, ამსტერდამის არენა.
მსოფლიოში განთქმლი ლუდის ,, ჰეინეკენის“ ლუდსახარში, სადაც აგრეთვე განთავსებულია ,, ჰეინეკენის“ მუზეუმი, ლუდსახარშის ბარში დავაგემოვნებთ ლუდს.
ექსკურსიის ბოლოს ვეწვევით არხების მუზეუმს , გავისეირნებთ გემით ამსტერდამის არხების ლაბირინთებში.
ღამისთევა სასტუმროში
3 დღე – ქარის წისქვილების სამფლობელოში – მოგზაურობა წარსულში.
ზაანდამ – ზაანსე სხანსი (Zaanse Schans) და მეთეევზეების სოფელი ვოლენდამი.
ზაანდამი – თავის დროზე ცნობილი იყო როგორც გემებმშენბლობის ცენტრი , 1697 წლის აგვისტოში გემების მშენებლობის შესასწავლად აქ ინკოგნიტოდ ,,პეტრე მიხაილოვის“ სახელით ჩამოვიდა რუსეთის დიდი იმპერატორი პეტრე პირველი. მოგვიანებით სახლი სადაც ჩერდებოდა რუსეთის მეფე გახდა მუზეუმი. ვნახავთ შთაბეჭდილებების წიგნსა და წარწერებს კედლებზე, აქ თავის დროზე იმყოფებოდნენ თავადი კუტუზოვი, ჯეიმს ჯოისი,ნაპოლეონ ბონაპარტე,რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი.
გავისეირნებთ სანაპიროზე რომელიც გამოსახულია უკვდავი მონეს ნახატზე ,, ზაანდემის ქარის წისქვილი“
ზაანსე სხანსი (Zaanse Schans)- ეს არის პატარა სოფელი სადაც მე-17 საუკუნიდან შემორჩა სხვადასხვა სახეობის 70-მდე მოქმედი ქარის წისქვილი, რომლებიც დღემდე მუშა მდგომარეობაშია, აქ ძველი ტექნოლოგიებით მზადდება: ზეთი, მდოგვი, საღებავები და სხვა პროდუქტები. ვეწვევით ყველის წარმოების ფერმას, სადაც უამრავი სახეობის ტრადიციულ ყველს ამზადებენ, დავაგემოვნებთ და სურვილის შემთხვევაში ადგილზევე შევიძინთ. ამავე სოფელში ხელოსნები აწარმოებენ ჰოლანდიურ ტრადიციულ ხის ფეხსაცმელს.
ძვირფასეულობის მოყვარულთათვის შეგვიძლია დავესწროთ ,,შოუ-რუმს“ -სადაც წარმოდგენილია ანტვერპენის ალმასების ქარხნის წარმოების დახვეწილი ნაწარმი, უნიკალური ბრილიანტების კოლექციიდან «lady royal» -ს , აქ ნამდვილი ოსტატების ნაკეთობები 20-30% -ით იაფი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებში.
ვოლენდამი – კოლორიტული სოფელია სადაც მეთევზეები ცხოვრობენ, სოფელს შენარჩუნებული აქვს თავისი ისტორიული სახე, მოსახლეობა დღემდე ატარებს ნაციონალურ კოსტიუმებს, აქ თქვენ ნახავთ ძველ და ახალ სათევზაო გემებს, ასევე შეძლებთ დააგემვნოთ ნამდვილი ქაშაყი. სოფელი გამოირჩევა ტრადიციული ტიპიური სახლებით რომლებსაც სხვაგან ვერსად ნახავთ, უგემრიელესი ახლად დაჭერილი თევზის რესტორნებით.
ღამისთევა სასტუმროში
4 დღე – ჰააგა – დელფი
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით.
ჰააგა ითვლება ჰოლანდიის არაოფიციალურ დედაქალაქად, აქ განლაგებულია სამინისტროები, პარლამენტი და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
სანახავი ობიეტები: დედოფლის რეზიდენცია, გაეროს სასამრთლო ; შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე ,,ბინენხოფ“ – სადაც ტარდება მთავრობის სხდომები.ეშერის მუზეუმი.
შევენინგენი – “ჩრდიოეთის რივიერა”, პოპულარული საკურორტო ქალაქი ჰოლანდიაში, რომელიც შედის ჰააგის შემადგენლობაში. თქვენ შეძლებთ დაისვენოთ და ისეირნოთ ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე.
სურვილის შემთხვევაში – მადუროდამის პარკის მონახულება. ეს არის ნამდვილი ჰოლადია მინიატურაში. პარკში შექმნილია ჰოლანდიის ცნობილი შენობები 1:25 მაშტაბში, ორიგინალები, რომლებიც განთავსებულია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.( ღირებულებაში არ შედის)
დელფი – ძველი ქალაქი, ნამდვილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ, იყო დრო როდესაც დელფი ასრულებდა სახელმწიფოს დედაქალაქის როლს. ამჟამად ის ძველი და წყნარი ქალაქია შემონახული უამრავი ღირშესანიშნაობებით. ექსკურსიის პროგრამაშია: – ბაზრის მოედანი, “რატუშა”, ახალი ეკლესია, ცნობილი მოთეთრო-მოცისფრო დელფის ქაშანურის ფაბრიკა.
დაბრუნება ამსტერდამში, ღამისთევა სასტუმროში.
5 დღე – თავისუფალი დრო ამსტერდამში.
საუზმე სასტუმროში. შესაძლებელია ვეწვიოთ სტუდენტურ ულამაზეს ქალაქ ლეიდენს, მოვინახულოთ უძველესი კოშკები ამსტერდამიდან 15 კმ.-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ,,მეიდერსლოტი“ და ,,დე ხაარ“ კიდევ ერთხელ გავისინოთ არხების ლაბირინთებში ან უბრალოდ დავისვენოთ.
ღამისთევა სასტუმროში.
6 დღე – ბელგია -ანტვერპენი – ბრიუგე
საუზმე სასტუმროში.გამგზავრება ანტვერპენში.
ანტვერპენი – რუბენსის ქალაქი.
ქალაქის ექსკურსია – სასახლის კედლების მონახულება,გროტე მარკის მოედანი, ქალაქის რატუშა,ბრაბოს ფანტანი, ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი, რუბენსის სახლი, ვეწვევით წმ.კარლოს ეკლესიას რომელიც იეზუიტებმა ააშენეს რუბენსის პროექტის მიხედვით, რომლის თაღებიც მოხატულია თვით რუბენსის მიერ.
გამგზავრება ბრიუგეში.
ღამისთევა ბრიუგეში.
7 დღე – ბრიუგე
საუზმე სასტუმროში,
სანახავი ობიექტები: ბურგეს მოედანი, მაცხოვრის წმინდა სისხლის ბაზილიკა.ბელფორტის კოშკი, ღვთისმშობლის ტაძარი -სადაც ინახება მიქელანჯელოს ცნობილი სკულპტურა ,, მადონა ჩვილით“ გოტების ტაძარი ვიტრაჟებით, მოხატული შაგალის მიერ, სასტუმრო-Cours St.Georges,სადაც ჩერდებოდნენ ხოლმე ნაპოლეონი და ჟოზეფინა და სადაც მარია ბურგუნდიელმა მოაწერა ხელი განათლების აქტს.
ღამისთევა სასტუმროში
8 დღე – გენტი – ბრიუსელი
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება.
სანახავი ობიექტები: წმ.პავოს ტაძარი, წმ. ნიკოლოზის ტაძარი, ბელფორდის სამრეკლო. შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე გრავენსტეენი. (Gravensteen).
ჩასვლა ბრიუსელში . ღამისთევა სასტუმროში.
9 დღე – ბრიუსელი
საუზმე სასტუმროში. ბრიუსელის ექსკურსია. ევროპული კვარტლის დათვალიერება, სკვერი პატარა საბლონში, საბლონის ღვთისმშობლის ტაძარი, მართლმსაჯულების სახლი, ქალაქის ძველი ნაწილი, რატუშა, წმინდა მიხეილის ტაძარი, “მანნეკენ პის”-ის ფანტანი. სამეფო მუზემი.
თავისუფალი დრო ღამის ბრიუსელში სასეირნოდ, ბელგიის გასტრონომიულ აღმოჩენებთან გაცნობა და ლუდის სხვადასხვა სახეობების დეგუსტაცია.
ღამისთევა სასტუმროში.
10 დღე – ამსტერდამი
საუზმე სასტუმროში. გამომგზავრება დილის მატარებლით ამსტერდამში.
თავისუფალი დღე ამსტერდამში.
ღამისთევა სასტუმროში.
11 დღე – გამომგზავრება – ამსტერდამი-თბილისი
საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი აეროპორში.
გამომგზავრება თბილისში
ტურის ღირებულება: ფასი ცვალებადია კურსის შესაბამისად და გადაამოწმეთ ოპერატორთან
ტელ.: 2 307 363 / 593 527 353
ღირებულებაში შედის:
december, 2024
Event Type :
All
All
No Events
ტურისტული სააგენტო შპს “კულტურ.ჯი” (CULTUR.GE)
მის.: თბილისი, რუსთაველის გამზ.N 36
ტელ.: +99532 2307363
მობ.: (+995) 599 548 646, (+995) 593 527 353
ელ-ფოსტა: info@cultur.ge, culturge.travel@gmail.com, cultur.ge@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.cultur.ge